დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 767 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017019 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №767
2014 წლის 1მაისი
ქ. თბილისი
შპს ,,საქართველოს საერთაშორისოენერგეტიკული კორპორაციის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა დასაქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსმიეცეთ თანხმობა , „სს „თბილსრესის“ გაკოტრების მმართველს და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის 2010 წლის 23 თებერვალს გაფორმებული სს „თბილსრესის“ სამეურვეო ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შედეგების დამტკიცების ოქმი №1-დან გამომდინარე დამატებითი პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში შეიტანონ ცვლილება, კერძოდ:
ა)მემორანდუმის 1.1 პუნქტით შპს ,,კორპორაციისთვის“ „ხელშეკრულების“ 3.1 და 3.3 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციების გადახდის მოთხოვნისაგან თავის შეკავების ვადად, ნაცვლად 2014 წლის 1 მაისისა, განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისი;
ბ)მემორანდუმის 5.2 პუნქტით მემორანდუმის მოქმედების ვადად, ნაცვლად 2014 წლის 1 მაისისა, განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელონ ამ განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები