საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 766
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017017
  • Word
766
01/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017017
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთვრობის

განკარგულება 766

2014წლის1მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ2014 წლის განმავლობაში რეკლამის განთავსებისთვისსაჭირო, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                            . ღარიბაშვილი

 

დანართი

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი:

●ტელერეკლამა;

●ინტერნეტრეკლამა;

●რადიორეკლამა;

●რეკლამა კინოთეატრებში;

●ბეჭდვითი რეკლამა (რეკლამა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთებში, საბორტეჟურნალებში, კორპორატიულ გამოცემებში და სხვა);

●გარე რეკლამა (ბადე სტიკერების, აფიშების, ბილბორდებისა და ბანერების დამზადება/ბეჭდვა და განთავსება, LED და ვიდეო მონიტორებზე რეკლამის განთავსება);

●რეკლამის გავრცელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;

●საქართველოს კუთხე/საქართველოს საინფორმაციო დახლი (დროებითი ან მუდმივი კონსტრუქციები);

●მარკეტინგულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები;

●სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურება;

●სარეკლამო კლიპის გადაღება;

●საინფორმაციო-სარეკლამო მასალისათვის ტექსტების შექმნა, თარგმნა, რედაქტირება;

●თარჯიმნის მომსახურება;

●ვებგვერდისთვის ტექსტების შექმნა, თარგმნა, რედაქტირება.