საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 762
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017013
  • Word
762
01/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 762

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიების შესახებ

1. მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-17 კმ -ში, თბილისი-რუსთავის  მონაკვეთზე  მდებარე  მიწის  ნაკვეთზე   (საკადასტრო კოდი :  81 .04 .05 .670 ), აღნიშნულ საავტომობილო გზაზე საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  შპს ,,ბელუქსის“ (ს/კ 205185459) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გათვალისწინებით, გასცეს შესაბამისი ტექნიკური პირობები გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით.

2. ეთხოვოს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე -17 კმ -ში, თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - 81 .04 .05 .670 ), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამონაკლისის სახით, განიხილოს გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტის განთავსებაზე შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხი, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე საპროექტო გადაწყვეტილებით დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე.

პრემიერ-მინისტრი                                ი. ღარიბაშვილი