შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017005
  • Word
719
23/04/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017005
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №719

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:

1. წიაღის შესწავლა/მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია, საბურღი მოედნების მოწყობა და სხვ.) განსახორციელებლად, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებში 2839044 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე.

2. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ ვალდებულია ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის  შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი