შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 750
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017070
  • Word
750
01/05/2014
ვებგვერდი, 08/05/2014
000000000.00.003.017070
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 750

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

შპს  „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“  სასარგებლო  წიაღისეულის  მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე,  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემჭიდროვებულ ვადებში დასრულების უზრუნველსაყოფად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“  გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 400 000 (ოთხასი ათასი) მ3 საშენი მასალა ( ანდეზიტო-ბაზალტი ს ღორღი) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. მურჯახეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

372780

4579011

2

372933

4579003

3

373066

4578949

4

373131

4578753

5

373208

4578593

6

373177

4578444

7

373193

4578335

8

373111

4578333

9

373064

4578420

10

373108

4578554

11

373103

4578652

12

373036

4578810

13

372961

4578838

14

372879

4578838

15

372842

4578820

16

372777

4578885

17

372765

4578954

S= 9,26 ჰა

WGS 1984.

         

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3.  შპს  „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“  ვალდებულია:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე  მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                        . ღარიბაშვილი