შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017069
  • Word
749
01/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017069
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 749

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად :

1. ქალაქ ბათუმში , ადლიის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის მიზნით საჭირო ინერტული მასალის მოსაპოვებლად, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს გადაშენების საფრთის წინაშე მყოფი ველური მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 22 (ოცდაორი) ინდივიდი;

ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 12 (თორმეტი) ინდივიდი.

2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                         . ღარიბაშვილი