დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საინფორმაციო შემეცნებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017065 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №715
2014 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საინფორმაციო‑შემეცნებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ევროინტეგრაციის პროცესის პოტენციური სარგებლისა და შესაძლებლობების წარმოჩენასთან, ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების საკითხების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დროულად ხელმოწერასა და ეფექტიანად განხორციელებასთან, ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 155 000 (ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები