დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2552
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რათა თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება – ერთი ერთეული კომპიუტერი, მონიტორი და პრინტერი გადასცეს თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულ პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები