დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2546
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ გადაურიცხოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.
2. ეთხოვოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 3 000 000 (სამი მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის“ გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები