დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2545
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან არსებული კუნძულების განათებისა და ანაკლიის სანაპირო ბულვარის გაშენებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ის კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები