რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2544
27/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
000000000.00(0).000.000000
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №254 4

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

„ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ , „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადების საფუძველზე:

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს შპს „მტკვარი-მ“-ისა და შპს „ თბილგვირაბმშენის“ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების განმეორებით რესტრუქტურიზაცია.

2. განხორციელდეს შპს „თბილისი-1“-ის, შპს „თბილისი-6“-ის, შპს „თბილისი-8“-ის და შპს „ ნიუ სითის“ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

3. განხორციელდეს სამშენებლო კომპანია „თბილისის“ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია , თუ კომისიის სხდომის თარიღიდან 20 დღის განმავლობაში კომპანიის მიერ წარდგენილ იქნება მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორთა 2/3‑ის თანხმობა.

4. „ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის №806 განკარგულებით რესტრუქტურიზებული, შპს „მტკვარი-მ“-ზე 2011 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების განმეორებით რესტრუქტურიზაცია.

5 . განკარგულების პირველ–მე- 3 პუნქტებში აღნიშნული საწარმოების მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.

6. შპს „ იმკ-91“-ს, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადამდე შეუწყდეს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

7 . როგორც უიმედო სესხი, „ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, ჩამოეწეროთ:

ა) კავშირ (ასოციაცია ) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს“ (საიდენტიფიკაციო №204409951 ) – საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 13 ივნისის №370 ბრძანებულებით გამოყოფილ 10 000 ლარის სესხზე მისი რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის რიცხული 88 450 ,2 ლარის ოდენობის (ძირითადი თანხა – 10 000 ლარი , პროცენტი – 1 200 ლარი , საურავი – 77 250 ,2 ლარი ) სასესხო დავალიანება;

ბ) სს „თბილგაზს“ (საიდენტიფიკაციო №212273350 ) – მისი რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის რიცხული სასესხო დავალიანებები, სულ – 21 270 231.81 ლარი, №2 დანართის შესაბამისად;

გ) შპს „ ენერგოგენერაცია ს“ (საიდენტიფიკაციო № 204393307, სსიპ – ენერგოგენერაციის სამართალმემკვიდრე) – საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №70 განკარგულებით გამოყოფილი სესხიდან სს „ხრამჰესი ‑2“-ისათვის გადაკისრების შემდეგ დარჩენილ 25 192,13 ლარის სესხზე მისი რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის რიცხული 30 593.1 ლარის ოდენობის (ძირითადი თანხა – 17 248,88 ლარი, პროცენტი – 11 272,41 ლარი, საურავი – 2 071,81 ლარი) სასესხო დავალიანება;

დ) შპს „ ენერგოგენერაცია ს“ (საიდენტიფიკაციო № 204393307, სახელმწიფო კომპანია „საქენერგოგენერაციისა“ და სსიპ – ენერგოგენერაციის სამართალმემკვიდრე) – იაპონიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის მიერ „ ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში გამოყოფილ 5 332 000 000 იაპონური იენის სესხზე მისი რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის რიცხული 4 584 692 249,09 იაპონური იენის ეკვივალენტი ( რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად – 99 978 383,88 ლარი) ოდენობის სასესხო დავალიანება.

8. „ საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ( ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროს სამართალმემკვიდრე) ეპატიოს:

ა) თურქეთის „ ექსიმბანკის“ მიერ საქართველოს „ ექსიმბანკისათვის“ გამოყოფილი 50 მლნ აშშ დოლარის სასაქონლო კრედიტიდან საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროსათვის გამოყოფილ 4 997 605, 45 აშშ დოლარის სესხზე 2011 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 15 100 796,12 აშშ დოლარის ოდენობის (ძირითადი თანხა – 4 997 605,45 აშშ დოლარი, პროცენტი – 334 621,97 აშშ დოლარი, საჯარიმო თანხა – 9 768 568,70 აშშ დოლარი) სასესხო დავალიანება;

ბ) რუსეთის ფედერაციის მიერ სამთავრობათაშორისო შეთანხმებით 1993 წელს საქართველოსათვის გამოყოფილი 10 მილიარდი რუსული რუბლის კრედიტიდან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 22 ოქტომბრის №757 დადგენილებით, ყოფილი ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსათვის გამოყოფილ 1.1 მილიარდი რუსული რუბლის (627,496 აშშ დოლარი) სესხზე 2011 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 1 429 726,12 აშშ დოლარის ოდენობის (ძირითადი თანხა – 606 005,73 აშშ დოლარი, პროცენტი – 33 603,56 აშშ დოლარი, საჯარიმო თანხა – 790 116,83 აშშ დოლარი) სასესხო დავალიანება.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური

დანართი №1

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადები

 

№

 

 

 

საწარმოს დასახელება

 

 

 

 

დავალიანების

სახე

რესტრუქ‑

ტურიზაციის

დაწყების თარიღი

რესტრუქ‑

ტურიზებ‑

ული თანხა

(ლარებით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

სს სამშენებლო კომპანია „თბილისი“

 

საგადასახადო

 

08.12.2011 წ.

6 867 656.98

36 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.06.2013 წლამდე)

18 თვე

(08.06.2013 წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

2

 

შპს

„თბილისი-1“

საგადასახადო

10.11.2011 წ.

913 217.47

36 თვე

(10.11.2011

წლიდან 10.11.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(10.11.2011

წლიდან 10.05.2013

წლამდე

18 თვე

(10.05.2013

წლიდან 10.11.2014

წლის ჩათვლით)

3

შპს

 „თბილისი-6“

საგადასახადო

08.12.2011 წ.

2 335 455.05

36 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.06.2013

წლამდე)

18 თვე

(08.06.2013

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

4

შპს

„თბილისი-8“

საგადასახადო

08.12.2011 წ.

783 912.56

36 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.06.2013

წლამდე)

18 თვე

(08.06.2013

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

5

შპს

„ნიუ სითი“

საგადასახადო

08.12.2011 წ.

5 574 315.23

36 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(08.12.2011

წლიდან 08.06.2013

წლამდე)

18 თვე

(08.06.2013

წლიდან 08.12.2014

წლის ჩათვლით)

6

შპს „თბილგვი‑

რაბმშენი“

საგადასახადო

24.11.2011 წ.

385 210.11

12 თვე

(24.11.2011

წლიდან

24.11.2012 წლის

ჩათვლით)

6 თვე

(24.11.2011

წლიდან

24.05.2012 წლამდე)

6 თვე

(24.05.2012

წლიდან

24.11.2012

წლის ჩათვლით)

7

შპს

„მტკვარი-მ“

საგადასახადო

(ქონება)

02.10.2011 წ.

1 972 728.5

36 თვე

(02.10.2011

წლიდან 02.10.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(02.10.2011

წლიდან 02.04.2013

წლამდე)

18 თვე

(02.04.2013

წლიდან 02.10.2014

წლის ჩათვლით)

8

შპს

„მტკვარი-მ“

სასესხო

02.10.2011 წ.

674 956.02

36 თვე

(02.10.2011

წლიდან 02.10.2014

წლის ჩათვლით)

18 თვე

(02.10.2011

წლიდან 02.04.2013

წლამდე)

18 თვე

(02.04.2013

წლიდან 02.10.2014

წლის ჩათვლით)

დანართი №2

 

სს „თბილგაზზე“ მისი რეგისტრაციის გაუქმების თარიღისათვის რიცხული სასესხო დავალიანებები

 

სესხის გაცემის (გადაკისრების) საფუძველი

სესხის ხელშეკრულების თარიღი, №

გაცემული სესხის ოდენობა

სასესხო დავალიანება

სულ

მათ შორის

სესხის ძირითადი თანხა

დარიცხული

%

საურავი

1

საქართველოს მთავრობის 2006 წლის

25 იანვრის №22 განკარგულება

28.02.06 წ.

№29.18.02-8296

 

3 000 000

4 201 762,29

2 295 335

1 557 579,15

348 848,14

2

საქართველოს მთავრობის 2006 წლის

1 აპრილის №159 განკარგულება

02.04.06 წ.

№50.20.03-8296

4 200 000

6 980 179,05

4 200 000

2 206 985,19

573 193,86

3

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №159 განკარგულება

03.04.06 წ.

3 920 000

7 924 063,47

3 920 000

136 601,64

3 867 461,83

4

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №159 განკარგულება

03.04.06 წ.

1 080 000

2 164 227

1 080 000

38 111

1 046 116

სულ:

12 200 000

21 270 231,81

11 495 335

3 939 276,98

5 835 619,83