დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2541 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2541
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სს „ ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“ -ის ფილიალი საქართველოში გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში , სოფელ სულდის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) მ3 ანდეზიტო-ბაზალტის (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
![]() |
2. სს „ ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“ -ის ფილიალმა საქართველოში უზრუნველყოს:
ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები