სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2540
27/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
000000000.00(0).000.000000
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2540

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული პირისათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირების მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, მერქნული რესურსის მოცულობების შესაბამისად (დანართის მიხედვით).

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

  დანართი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია

მერქნული რესურსის მოცულობა (მ3)

 

 

წიფელი

73,93

 

რცხილა

36,51

 

ალვა

1,5

 

მუხა

57,82

 

ტირიფი

0,5

 

იფანი

0,5

 

ვერხვი

0,4

 

ჯაგრცხილა

6,69

ჯამი: 177.85.