დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2179
2011 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ თავის კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფო ეროვნული ეტალონების, სანიმუშო გაზომვის საშუალებების მოვლისათვის/შენახვისათვის და მათი საერთაშორისო დონეზე მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის დაკალიბრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოსაგან (უცხო ქვეყნის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები