“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016329
74
06/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
010320010.22.038.016329
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №74

2014 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანების (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დანართი  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №11, №12, №14, №15, №16 და №17 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი საოჯახო მედიცინასა ან შინაგან მედიცინაში (თერაპია), უპირატესობა მიენიჭება საოჯახო მედიცინაში სახელმწიფო სერტიფიკატს;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.“ .

2. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №11, №12, №14, №15, №16 და №17 დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი,  ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე  3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)). სასურველია დიპლომის შემდგომი გადამზადების კურსი - „ზოგადი პროფილის ექთანი“;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.“ .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე