დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2164
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით:
ა) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდოს:
ა.ა) ტურისტთა მომსახურების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები;
ა.ბ) საბაგირო გზების ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მაღალი ძაბვის კაბელები;
ა.გ) მთის სატკეპნი ტექნიკის სათადარიგო ნაწილები;
ბ) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე შეისყიდოს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები და საქონელი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები