დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23191 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016277 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №23191
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები
№ | კოდი | მისამართები |
1
|
11111; 99111
20111 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის “ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
2 |
11112; 69600
20112
69605
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი":
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.;
ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქ. №11 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა |
3 |
11113; 69500
20113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი":
ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;
ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;
ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა |
4 |
11114; 99114
20114 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი":
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
5 |
20010
| გაფორმების სამმართველო გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის) |
6 |
69221; 99221
20002
| დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის” მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. ;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
7 |
69017; 99017
20002
69070 | თელავის განყოფილება: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1(მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა |
8
|
69300; 99300
20002
69350 | ახალციხის განყოფილება: ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;
ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (მხოლოდ „ოქროს სიის” მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა |
9 | 69400; 99400
20004
69450 | ქუთაისის განყოფილება: ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 ;
ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა |
10 |
69014; 99014
20002
69050 | რუსთავის განყოფილება: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
11 |
69000; 99000
20002
69043
69250
| სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება:
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. № 4 (საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. № 4 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ.თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე) ;
ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა |
12 |
11116; 99116
11115; 99115
20116 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“ გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის)
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ი. გვარამაძე
დოკუმენტის კომენტარები