„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2159
04/11/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
000000000.00(0).000.000000
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2159

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობ­რივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1830 განკარ­გუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქ­ტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) სოფ. საყდარი-ესიერის გზის გაფართოება და ძელყორე ჯე­ბირის მოწყობა;

ა.ბ) სოფ. ხელედის ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა გაბიონე­ბით მდინარის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის კალაპოტის გაწ­მენდა;

ა.გ) სოფ. ლუჯის ხიდთან მისასვლელის გამაგრება ძელყორე ჯე­ბი­რებით და გადასასვლელის შევსება ხრეშით;

ა.დ) სოფ. შკედის ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა მდინარე ცხენ­შურაზე და კალაპოტის გაწმენდა‑გასწორხაზოვნება;

ა.ე) სოფ. სასაშში სტიქიის შედეგად დანგრეული ჯებირების რე­აბი­ლიტაცია და კალაპოტის გაწმენდა;

ა.ვ) სოფ. ჟახუნდერის ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის მოხრეშვა;

ა.ზ) სოფ. ბაბილის ნაპირსამაგრის მოწყობა მდინარე ცხენისწყა­ლის მარჯვენა სანაპიროზე;

ა.თ) სოფ. ხელედში, მდინარე ხელედურაზე ხიდის რეაბილი­ტა­ცია;

ა.ი) სოფ. სასაშში, მდინარე სკიმრაშურაზე ხიდის რეაბილიტაცია;

ა.კ) რცხმელურის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში ყვედ­რეშსა და გვიმრალაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდა­ცია (საცხოვრებელი სახლებისათვის სახურავების შეძენა);

ა.ლ) სოფ. ხოფურში, მდინარე ხოფრულაზე ნაპირსამაგრი გაბიო­ნე­ბის მოწყობა და კალაპოტის გაწმენდა;

ა.მ) ლენტეხი-ლასკადურის გზის გაწმენდა მეწყრული ჩამონატა­ნებისაგან;

ა.ნ) ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაწმენდა მეწყრული ჩამონატა­ნები­სა­გან;“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნიკა გილაური