„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2396-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017399
2396-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 06/05/2014
450140000.05.001.017399
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.017018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულია საბჭოს არანაკლებ 7 წევრისა. ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან მანამდე არსებული სამეურვეო საბჭოს წევრები ამ კანონის 2მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21

1. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის პროცესში ინსტიტუციური განვითარების უწყვეტობისა და ახალშექმნილი სამეურვეო საბჭოს საქმიანობაზე შიდა კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში იქმნება დროებითი ორგანო − საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო.

2. მონიტორინგის საბჭოს წევრს უფლებამოსილება უნარჩუნდება კანონით განსაზღვრული ვადით.

3. მონიტორინგის საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, თანამდებობიდან გადადგომის, გარდაცვალების, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის, აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. მონიტორინგის საბჭოს წევრი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის ყველა გადაწყვეტილება, აგრეთვე სამეურვეო საბჭოსთვის განსახილველად წარდგენილი ყველა დოკუმენტის (მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის) ასლი. 

5. მონიტორინგის საბჭო უფლებამოსილია:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ან/და გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები შესაბამისად საბჭოს ან/და დირექტორის საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

ბ) სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები მისაღები ზომების თაობაზე, თუ გამოვლინდა ფინანსური დარღვევები;

გ) გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ დაარღვია დაქირავებულთა შრომითი უფლებები; 

დ) სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება;

ე) საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ზ) მოითხოვოს მონიტორინგის და სამეურვეო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა. მოსმენა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებულ დროს; 

თ) მოითხოვოს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გამართვა გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში გამოვლენილი იმ პრობლემების თაობაზე, რომლებზედაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ან გენერალურმა დირექტორმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა. საკომიტეტო მოსმენა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში.

6. მონიტორინგის საბჭო მორიგ სხდომაზე იკრიბება თვეში ერთხელ მაინც. მონიტორინგის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მონიტორინგის საბჭოს საქმიანობას უძღვება საბჭოს უხუცესი წევრი, რომელიც იწვევს საბჭოს მორიგ სხდომას, ხოლო საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მოთხოვნის შემთხვევაში − რიგგარეშე სხდომას. მონიტორინგის საბჭოს სხდომა იმართება სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუადრეს 5 დღისა. მონიტორინგის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს საბჭოს საქმიანობის დამატებითი წესები და პროცედურები. მონიტორინგის საბჭოს შეკრებებისთვის საჭირო სამუშაო ოთახით, საოფისე ინვენტარით და ტექნიკური თანაშემწით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია.

7. მონიტორინგის საბჭოს წევრს გაწეული სამსახურისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ენიშნება ყოველთვიური ჰონორარი სამეურვეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების 80%-ის ოდენობით. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 2 მორიგ სხდომაზე მონიტორინგის საბჭოს წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში შესაბამის თვეში მას ჰონორარი  უნახევრდება, ხოლო მე-3 და ყოველ მომდევნო მორიგ სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში საბჭოს წევრს შესაბამისი თვის ჰონორარი არ ეძლევა. მონიტორინგის საბჭოს სხდომაზე დასწრებას საბჭოს წევრი დასწრების აღრიცხვის ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებს.

8. მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება უწყდება მისი ბოლო წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2396-IIს