დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 13/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.016026 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2014 - 28/05/2018)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი, თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 17 ნოემბრის №7 დადგენილება „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ა) ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი დონის შესაბამისი ფიზიკური ცვეთის ან/და სხვა დაზიანების მქონე ბანკნოტები და მონეტები; ბ) ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტები და მონეტები; გ)ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტები და მონეტები.
ა) კომისიური წესით გადათვლა-განადგურება არაავტომატურ რეჟიმში; ბ) კომისიის გარეშე გადათვლა-განადგურება ავტომატურ რეჟიმში (გარდა მონეტებისა).
|
მუხლი 2.
კომისიური წესით გადათვლა-განადგურება არაავტომატურ რეჟიმში |
ა) ეროვნული ბანკის მიერ დახარისხებული, მიმოქცევიდან ამოღებული 1 და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტების, ასევე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გასანადგურებელი თანხის არანაკლებ 50%-ის ფურცლობრივად/ცალობით გადათვლა; ბ) მწარმოებელი კომპანიის მიერ დახარისხებული ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტების მთელი მოცულობის გადათვლა კონებად და ნეკნებად, ხოლო მონეტების – პაკეტებად; გ) ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მეშვეობით დახარისხებული ბანკნოტების მთელი მოცულობის კონებად და ნეკნებად გადათვლა.
|
მუხლი 3.
კომისიური წესით არაავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-ვალდებულებები |
1. კომისიის თავმჯდომარის უფლება-ვალდებულება:
ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, დასალუქი საშუალებების მიღება და მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; გ) დასალუქი საშუალებების თანმიმდევრობით გამოყენებისა და მათი ყოველდღიური აღრიცხვის (დანართი №1) უზრუნველყოფა; დ) სამუშაო დღის ბოლოს, შესვენების და სხვა საჭიროების შემთხვევაში გადათვლა – განადგურების უბნის დაკეტვის უზრუნველყოფა; ე) ნაღდი ფულის მართვის პროგრამაში ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ვ) მოლარის მიერ ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენისას შესაბამისი დოკუმენტის შედგენის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ზ) გასანადგურებელი აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება; თ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ყოველდღიური მონაცემების (დოკუმენტების) საფუძველზე, ნაერთი აქტის შედგენა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დალუქული სახით, შემდგომი შენახვის მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემა; ი) ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისათვის (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი) წინადადებების დაუყოვნებლივ წარდგენა; კ) კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა; ლ) გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებული მოლარეების შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან ვადის გაგრძელების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა; მ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ განადგურების თაობაზე ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა, კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ანგარიშის ეროვნული ბანკის საბჭოსათვის წარდგენა. 2. კომისიის წევრების უფლება-ვალდებულება: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების პროცესის ზედამხედველობა; ბ)გადათვლა-განადგურების პროცესში შექმნილი დოკუმენტების სისწორის ხელმოწერით დადასტურება; გ) ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით კომისიის თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა; დ) კომისიის თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ განახორციელონ ბანკოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესი; ე) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ დატოვონ გადათვლა-განადგურების უბანი და წინასწარ შეატყობინონ მას უბანზე გამოუცხადებლობის შესახებ. 3. მოლარის უფლება-ვალდებულება: ა)კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტებისა და მონეტების ფურცლობრივად და ცალობით გადათვლა; ბ) ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარისათვის ინფორმაციის მიწოდება; გ)საკონტროლოდ გადათვლის დასრულების შემდგომ, კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტებისა და მონეტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, სათვლელი მანქანების კვანძების შემოწმება; დ)არ დაუშვას მისთვის მინდობილი ბანკნოტების/მონეტების სხვა პირთათვის გადაბარება და მის მიერ გახსნილი ყუთის გადაუთვლელად სამუშაო ადგილზე დატოვება; ე) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ დატოვოს გადათვლა–განადგურების უბანი და წინასწარ შეატყობინონ მას უბანზე გამოუცხადებლობის შესახებ. |
მუხლი 4.
კომისიური წესით არაავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა |
ა) „განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“, „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“, „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“, „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ“ და „განადგურების მიზნით მიღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ფასეულობათა საცავში გაგაზავნის/მიღების შესახებ“ ცნობების თითო ეგზემპლარის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირზე გადაცემა; ბ) ფორმირებული ფულის ნიშნების ფასეულობათა საცავის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის მიზნით, პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა; გ) ფორმირებული საეჭვო ფულის ნიშნების პროგრამაში გადაცემის მიზნით აღრიცხვა და „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ ცნობასთან“ ერთად ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ექსპერტიზის ჯგუფის წევრზე გადაცემა.
|
მუხლი 5.
კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურება |
|
მუხლი 6.
კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-ვალდებულებები |
1. ჯგუფის უფროსის უფლება-ვალდებულება:
ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) გადასათვლელი ბანკნოტების მოლარეებზე განაწილება; გ) ავტომატური სორტირების მანქანაში ბარათის მეშვეობით სამუშაო დღის გახსნა და რეჟიმის არჩევა; დ) სორტირების მანქანაში მოლარეების რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მათი ბარათების მეშვეობით; ე) ნაღდი ფულის მართვის პროგრამაში შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) სორტირების მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება. 2. დამხმარე მოლარის უფლება-ვალდებულება: ა) მიღებული კონტეინერების ნომინალების მიხედვით გახსნა სორტირების მანქანაში არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) კონტეინერის ეტიკეტისა და დასალუქ საშუალებაზე არსებული მონაცემების ურთიერთშედარება და მათი მონაცემების ვიდეო-სათვალთვალო სისტემის მიერ დაფიქსირების მიზნით მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება; გ) კონტეინერის ეტიკეტის და მასში განთავსებული კონების მონაცემების ურთიერთშედარება, კონებზე შეფუთვის მოხსნა, კასეტებში ნომინალების მიხედვით განთავსება და მანქანასთან მომუშავე მოლარეზე გადაცემა. 3.შემკრები მოლარე ვალდებულია მოახდინოს სორტირების მანქანის საეჭვო ჯიბეში განთავსებული ბანკნოტების ფორმირება კატეგორიებისა და ნომინალების მიხედვით. 4. სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის უფლება-ვალდებულება: ა) მიღებული ბანკნოტების ნომინალების მიხედვით სორტირების მანქანაში ჩატვირთვა არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) სორტირების მანქანის მიერ საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, ან საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ჯგუფის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; გ) არ დაუშვას მისთვის მინდობილი ბანკნოტების სხვა პირთათვის გადაბარება და სორტირების მანქანასთან სხვა პირის დაშვება. |
მუხლი 7.
კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები