დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 333 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.017953 |
|
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის; სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების, აგრეთვე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ თანდართული პროგრამა (შემდგომში - პროგრამა).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას;“; ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ − ითვალისწინებს სწავლის ხელშეწყობის მიზნით, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართით დადგენილ მოთხოვნებს;“; გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებსა და პრიორიტეტული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს;“; დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.“; ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის ქვეპროგრამების ბენეფიციარები 1. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი: ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც: ა.ა) შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPAს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აქვს მუშაობის არანაკლებ 6თვიანი (მათ შორის, სტაჟირება) გამოცდილება; ა.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აქვს მუშაობის არანაკლებ 6თვიანი (მათ შორის, სტაჟირება) გამოცდილება; ბ) რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2წლიანი გამოცდილება. 2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარის მიერ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, შესთავაზოს მას დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. 3. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, დასაქმდება საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში. აღნიშნული წესისაგან განსხვავებული პირობა შესაძლებელია დადგინდეს ბენეფიციარის მიერ სწავლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ, ამ ქვეპროგრამით დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებით დასაქმების შესახებ ოფიციალური ცნობის კომისიისათვის წარდგენის საფუძველზე (აღნიშნულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს დანიშვნის/ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და დასრულების თარიღები). კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარის ვალდებულების (მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, დასაქმდეს საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში) ათვლა დაიწყება 1-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე. 4. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია სახელმწიფო მოხელე, რომლის კვალიფიკაციის ამაღლება ან/და პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და, შესაბამისად, რომელსაც აქვს მისი გადამზადების საჭიროების შესახებ იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელშიც სახელმწიფო მოხელეა დასაქმებული. 5. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარმა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ან/და პროფესიული გადამზადების კურსების დასრულების შემდეგ, მინიმუმ 18 თვის განმავლობაში, მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, რომლიდანაც წარმოადგინა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობა. 6. პროგრამის ქვეპროგრამების ბენეფიციარი ვერ იქნება პირი, რომელმაც უკვე მიიღო დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების ან ამ დადგენილების საფუძველზე. 7. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე დაფინანსებულ პირთა განაცხადები საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი სასწავლო პერიოდის/პერიოდების დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, განხილული იქნება კომისიის მიერ და კანდიდატის შერჩევისა და მისთვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ იგი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%). კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათთვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიიღების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება ამ დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით და მის საფუძველზე.“; ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული, პრიორიტეტული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს;“; ზ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით სწავლების პირველი სასწავლო წლის შემდგომ, ხოლო ერთწლიანი პროგრამის შემთხვევაში პირველი სემესტრის შემოდგომ, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი.“; თ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს მომავალში პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.“; ი) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31პუნქტი: „31. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“; ლ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომისიის უფლებამოსილება კომისია: ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრს წარუდგენს ყოველი წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა და პრიორიტეტული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს; ბ) „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრს წარუდგენს ყოველი წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს; გ) დამოუკიდებლად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: გ.ა) კონკურსის გამოცხადების შესახებ; გ.ბ) ქვეპროგრამების ფარგლებში კანდიდატების შერჩევის შესახებ; გ.გ) შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ; გ.დ) ამ დანართის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაგრძელების შესახებ; გ.ე) ამ დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ბენეფიციარისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ; გ.ვ) ამ დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, კანდიდატების შერჩევისა და მათთვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“; მ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კომისიის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც: ა) კანდიდატს აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის შინაარსთან; ბ) იღებს ყველა ზომას პროგრამის ბენეფიციარისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით; გ) კომისიის მიერ ამ დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამზადებს ამ დადგენილების შესრულების მიზნით გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტებს; დ) ახორციელებს ქვეპროგრამების ფარგლებში ამ დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.“; ნ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.pm-iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების გზით.“; ო) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, შვიდი მაისიდან შვიდ ივნისამდე.“; პ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დასტური;“; ჟ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.„სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის მიერ განაცხადების განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ხდება განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 24 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები