დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Georgian Invest International Company“-სათვის იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2517
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „Georgian Invest International Company“-სათვის იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „Georgian Invest International Company“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი – №404909015) იჯარის ფორმით გადასცეს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 32179 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი –№20.46.01.446) ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად.
2. საიჯარო პირობებად განისაზღვროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე 2012 წლის 15 ივლისამდე ჩრდილოეთის კედლის აღდგენა, ისტო რიულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, ძეგლის და ზიანებული ნაწილების გამაგრება-რეაბილიტაცია, ტერიტორიის სრუ ლი განათების სისტემის მოწყობა თანამედროვე ტიპის განათების სი ს ტემებით, პარკინგის მოწყობა, ტერიტორიაზე მისასვლელი ადგი ლის მშენებლობა, სალარო გაყიდვის ჯიხურის მშენებლობა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე 2012 წლის 31 დეკემბრამდე მუზეუმისა და კვების ობიექტის აშენება;
გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიჯარემ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს ორი თვით.
4. მოიჯარე ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გააფორმოს ხელშეკრულება ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ, ხოლო ძეგლზე, ან მის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები უნდა წარიმართოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დამტკიცებული პროექტის ფარგლებში.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები