ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2502
21/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
000000000.00(0).000.000000
ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2502

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენ­ს­დ­ორფ ინტერნაციონალის“ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავ­შირ „ჯანმრთელი ბავშვების“ სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირ­თის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯან­მ­რ­თე­­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 2011 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვით­მფრი­ნა­ვის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშ­ვება, აერ­ონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინა­ლო‑სატ­ვირ­თო მომსა­ხ­უ­რება) ანაზღაურება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროს ცენ­ტრალური აპარატი­სა­თ­ვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (ორ­გა­ნიზაციული კო­დი – 35 01).

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შე­უფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტით 2011 წლის 19 დეკემბერს გათვალისწინებული ღონის­ძი­ებ­ებ­ის დაფინანსება და შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა განა­ხორ­­ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გა­მო­ც­ხადდეს „ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მი­ღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თე­ბერვლის 269 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 19 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური