დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „საქართველოს სათბურების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2006 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2144
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „საქართველოს სათბურების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2006 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „საქართველოს სათბურების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის #2006 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შ ეუფერხებლად ჩატარების მიზნით სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100%‑იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „საქართველოს სათბურების კომპანიამ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში სასათბურე/საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები