დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №249 9
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის მე‑9 პუნქტის, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა ნონის მე‑ 13 მუხლის მე‑ 2 პუნქტისა და „ სახელმწიფო შესყიდვების შე სა ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე რო ში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სა ხელ მწიფო შესყიდვისა თვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მო ბი ლი ზება უზრუნველყოს სააგენტომ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფი ნან სური რესურსების მობილიზება სააგენტომ უზრუნველყოს მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავლებიდან , მისთვის კ ანონმდებ ლ ო ბით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შე უ ფერ ხებლად.
3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღო ნის ძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები