დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2492
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) კახეთის რეგიონში, დანართით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 05 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულე ბის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწი ფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან არსებული სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი
| № | ძეგლის დასახელება | ადგილი, მუნიციპალიტეტი | საპროექტო სამუშაოების სახეობა |
|
| 1 | გურჯაანის ყველაწმინდა | გურჯაანი | ელმომარაგება, წყალსადენი |
|
| 2 | ხირსის მონასტერი | ტიბაანი, სიღნაღი | მისასვლელი გზის მოწყობა, |
|
| 3 | უჯარმის ციხე | უჯარმა, საგარეჯო | ელმომარაგება, |
|
| 4 | ძველი შუამთა | შუამთა, თელავი | მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, |
|
| ახალი შუამთა | შუამთა, თელავი |
| ||
| 5 | იყალთოს მონასტერი და აკადემია | იყალთო, ახმეტა | მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, |
|
| 6 | დავით გარეჯის მონასტერი | დავით გარეჯა, საგარეჯო | ელმომარაგება, |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები