„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 1 ნოემბრის N30 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2138
04/11/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
000000000.00(0).000.000000
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 1 ნოემბრის N30 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2138

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 1 ნოემბრის N30 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

     1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მო­წო­ნებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მო­მ­სა­ხურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწე­ვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კო­მისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენი­ლების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 1 ნოემბრის №30  სხდომის გადაწყვეტილება პაციენტების სამედი­ცი­ნო მომსახურების დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სე­რ­ვი­სის მომწოდებელ სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისა და 2011 წლის 23 სექტემბრის 25-ე სხდომის გადაწყვეტილებაში 4 მო­ქა­ლა­ქისათვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობასთან დაკავში­რებით ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური და­ც­ვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალის­წი­ნებული ღონისძიებების გატარება „საქართველოს 2011 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ სამინის­ტრო­სათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

      პრემიერ-მინისტრი                                                        ნიკა გილაური