დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2137
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სს „დარიალი ენერჯის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე 84997 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.01.13.201) ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები