დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ სასესხო ვალდებულებების აუდიტის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის №1309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2135
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ სასესხო ვალდებულებების აუდიტის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის №1309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ სასესხო ვალდებულებების აუდიტის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის №1309 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუდიტორული ფირმა „Deloitte & Touche LLC“-ის დაქირავების მიზნით „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 131 848 (ას ოცდათერთმეტი ათას რვაას ორმოცდარვა) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები