„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017947
327
05/05/2014
ვებგვერდი, 05/05/2014
300160070.10.003.017947
„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2014 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2013, 000000000.10.003.017532) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას, დასაშვებია სპეციალური ჭრები, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp ფაილების ელექტრონული ვერსია. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით, ასევე, დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების, არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე, წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.

22. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე‑ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე‑5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.

23. გამონაკლის შემთხვევაში, მაგისტრალურ მილსადენებსა და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებულ ობიექტებზე საავარიო‑აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, სპეციალური ჭრა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე‑ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე‑5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

3. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოებისას, როდესაც ხდება მიწის ან/და გზის საფარის დაზიანება, აუცილებელია, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ორგანოებისა და პირების შემდგომი სავალდებულო ინფორმირება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული წარმოება, ამავე დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში ხე-ტყის ჭრის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, წარიმართოს წინამდებარე დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად და ამ დადგენილებით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე‑2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული ვადების ათვლა დაიწყოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი