დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2010 წლის 28 დეკემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2107
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
2010 წლის 28 დეკემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
1. საქართველოს მთავრობას, კომპანია „UNAL INSAAT VE TICARET AS“-სა და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2010 წლის 28 დეკემბერს, საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ხუნევი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობის კომპანია „UNAL INSAAT VE TICARET AS“-ის მხრიდან დარღვევასთან დაკავშირებით, ამავე მემორანდუმის 3.6.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს კომპანია „UNAL INSAAT VE TICARET AS“-ის მიერ წარმოდგენილი №4399GG004694 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრული ოდენობით მოთხოვნა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების განხორციელების (მათ შორის, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის თაობაზე შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერის) უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები