“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N379 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016343
88
21/05/2014
ვებგვერდი, 22/05/2014
010340000.22.038.016343
“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N379 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N379 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №88

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №379 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №379 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016252, 31/12/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების  მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი თანდართული სახით.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“;

ბ)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ფიზიკური ან იურიდიული პირი,  ადმინისტრაციული ორგანო)  და საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.“;

გ) მე-3  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საჯარო  ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილი განაცხადის ფორმა

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილ განცხადების ფორმას, რომელიც თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე, ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი