დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017942 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა პაატა ზაქარეიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; ილია კვიტაიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; ზურაბ აზმაიფარაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე; ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; მარიამ რაქვიაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; იგორ კოპალიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; ზურაბ ანთაძე – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; ნოდარ ტანგიაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები