დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017937 |
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, №29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი;“. 4. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია: ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება; დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმებისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება; ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ბაზის შექმნა, თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ორგანიზება; ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა; ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა; კ) მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის რეფერალური დახმარების მიღებისათვის კონსულტაციის გაწევა, საინტეგრაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მ) ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტების შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ნ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ლეგალური შრომითი ემიგრაციის შესაძლებლობების შესახებ; ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა. 4. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) თავშესაფრის საკითხთა სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა.ა) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება; ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი - განყოფილება; ბ) მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველო.“. 5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია: ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი; ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ, სტიქიასაშიში ზონების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი; გ) გადაადგილებას დაქვემდებარებული, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების ორგანიზება და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ახალ საცხოვრებელ ადგილებზე ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ფორმირება და წარმოება; ვ) ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, სხვა შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა და მათგან შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა; ზ) შიდა მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა. 42. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 ივნისიდან
.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები