დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016145 |
28/2014
01/05/2014
ვებგვერდი, 02/05/2014
010240000.15.008.016145
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სულ ცოტა 7 მაუწყებლის მოთხოვნის მიზნისათვის, პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15 პროცენტისა, სავალდებულოდ უნდა იქნეს გამოყენებული იმ მაუწყებლებში, რომლებმაც ამავე კოდექსის 51-ე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (21 აპრილი), ცესკოში წარმოადგინეს ინფორმაცია ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ და ასევე, დამატებით სხვა არანაკლებ ერთ მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი და, რომელმაც, აღნიშნული ინფორმაცია, ამ დადგენილების მიღებამდე წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან/და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მაუწყებელზე სრულად გავრცელდება, ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ის წესები, რომლებიც დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ მაუწყებლებისათვის, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები