დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 313 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017934 |
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/10/2013, 010220020.10.003.017429) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე; ირაკლი გეგეჭკორი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ზალკანიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; დიმიტრი მახათაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; თამაზ თევზაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირაკლი ხმალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; მერაბ მენაბდე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე; შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები