„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის N190 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის N190 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016345
90
21/05/2014
ვებგვერდი, 22/05/2014
100020020.22.038.016345
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის N190 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის N190 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №90

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის №190 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის №190 ბრძანებით (სსმ, 100020020.22.038.016197, 31.07.2013) დამტკიცებული დებულების:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება;

ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

გარე დაცვის სამმართველოს ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა;

ბ)  ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემების შეგროვება და გაანალიზება, დასკვნების და წინადადებების მომზადება თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, შესაბამის დაწესებულებებთან ერთად  წინადადებების წარდგენა დაცვის განაწილების თაობაზე;

გ) ღონისძიებების განხორციელება  საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;

დ) მონაწილეობის მიღება მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ე) განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება;

ვ) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა პირველადი სამხედრო და სპეციალური მომზადება, გარე დაცვის სამმართველოს პირადი შემადგენლობისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა. მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა;

ბ) მონაწილეობის მიღება საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის ღონისძიებების განხორციელებაში;  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;

გ) ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის გაკონტროლება  დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობა სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, გარე დაცვის სამმართველოს პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი;

დ) მონაწილეობის მიღება მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, სასწავლო მეთოდურ შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ე) გარე დაცვის სამმართველოზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სპეციალური საშუალებების შენახვასა და დაცვაზე კონტროლი;

ვ) ხელმძღვანელობისაგან შემოსული ინფორმაციის სწორად მიღებაზე და ამ ინფორმაციის შემსრულებლამდე დროულად გადაცემაზე კონტროლი;

ზ) გარე დაცვის სამმართველოში შემოსული და გასული ფოსტა-კორესპონდენციის აღრიცხვა და ადრესატისათვის გადაცემა, ფოსტა-კორესპონდენციის დროულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

4. მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაწილეობის მიღება საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის ღონისძიებების განხორციელებაში;  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;“.

5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრისოზარ სუბარი