ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016144
27/2014
30/04/2014
ვებგვერდი, 30/04/2014
010220020.15.008.016144
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2014

2014 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრამდე არაუადრეს 30-ე და არაუგვიანეს მე-20 დღემდე განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) ამომრჩევლის სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი,თვე, წელი);

გ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა;

ე) საარჩევნო კომისიის ან/და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს კოორდინატები, სადაც სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს განცხადებით.

მუხლი 2
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტი­ლე­ბის გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;

ბ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

გ) იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის  მიზნით.

მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში, წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-16 დღე. შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს
მე-12 დღისა, ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა არაჯეროვანი შესრულება განიხილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის ტექსტს და ფორმას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ამტკიცებს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს ადმინისტრაციულ და დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტებს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინონ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე