დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.153.016200 |
13
30/04/2014
ვებგვერდი, 06/05/2014
040110030.35.153.016200
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 მარტის №1164 მომართვის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს 1 კვ. მეტრზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა სხვა დანარჩენი ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 5%-ის ოდენობით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (სსმ, 040110030.35.153.016045 28.02.11).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები