დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.112.016166 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/02/2013 ) შევიდეს ცვლილება, კერძოდ: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. ომისა და სამხედრო ძალთა ვეტერანების ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის პროგრამა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალთა ვეტერანების ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის სოციალურ სამსახურში არსებული ვეტერანთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება იმ სუბსიდიის ოდენობა, რომელიც მიეცემა ვეტერანთა ტრანსპორტით მომსახურე სუბიექტებს. ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის პროგრამა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება შიდა სამგზავრო გადაყვანებზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგიგიტრირებულ ომისა და სამხედრო ძალთა ვეტერანების ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის პროგრამის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება სუბიექტები და სუბსიდიის თანხა ტრანსპორტირების განმახორციელებელი სუბიექტების მოძრაობის მარშრუტის გათვალისწინებით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები