„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016257
37
23/05/2014
ვებგვერდი, 23/05/2014
120340000.22.026.016257
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №37

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში (სსმ, 11/10/2013, 120340000.22.026.026214)  და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულება“.

5.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია (შემდგომ „ეროვნული გვარდია“) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - „გენერალური შტაბი“) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - „გენერალური შტაბის უფროსი“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული გვარდიის უფროსს გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ეროვნული გვარდიის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.“.

8.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის:

ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში, განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;”.

ბ)  „ვ“ ქვეპუნქტბი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;“.

გ)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შუამდგომლობს გენერალური შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.“.

8.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია