,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის № 56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის № 56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016378
124
26/06/2014
ვებგვერდი, 27/06/2014
100110000.22.038.016378
,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის № 56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №124

2014 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის № 56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის  2011 წლის 7 აპრილის №56  ბრძანებაში (ვებგვერდი 100110000.22.038.016041, 12/04/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული პრინციპების, წესისა და ფორმის მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის წესი

1. მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას პრობაციის ოფიცერი ახორციელებს პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯარდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა მიმართ, ხოლო თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი თავისუფლებაშეზღუდულ მსჯავრდებულთა მიმართ.

2. პირველ ეტაპზე პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ახდენს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის რისკების შეფასებას დადგენილი ფორმის (დანართი №1) მიხედვით.

3. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმა მოიცავს მსჯავრდებულის შესახებ შემდეგ მონაცემებს:

ა) მსჯავრდებულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, აქვს თუ არა მსჯავრდებულს დოკუმენტები და დადებით შემთხვევაში – დოკუმენტების სახელწოდება);

ბ) მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულს  შეეფარდა სასჯელი,  ამ დანაშაულის აღწერა; სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა; მითითება უფლებების ჩამორთმევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა; ინფორმაცია შეფარდებული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე და ნასამართლობის შემთხვევაში – შესაბამისი დანაშაულის აღწერა; პირველი დანაშაული ჩადენის ასაკი; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაცია; კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა დინამიკა –  დროის განსაზღვრულ პერიოდებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, მათი მახასიათებელი ერთგვაროვანი ნიშნები);

გ) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი და პირობები, ურთიერთობები, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა (საცხოვრებელი ადგილი – ფაქტობრივი და რეგისტრაციის მიხედვით; საბინაო პირობები – საკუთარი, დაქირავებული, ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ან სხვა საცხოვრებელი პირობები; მსჯავრდებულთან ერთად მცხოვრები პირები; შეჯამება: საყოფაცხოვრებო პირობები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები; ურთიერთობა მშობლებთან, და-ძმასთან, საჭიროების შემთხვევაში სხვა ნათესავებთან; ოჯახური მდგომარეობა, ურთიერთობა მეუღლესთან/პარტნიორთან; ურთიერთობა შვილებთან; ინფორმაცია ოჯახის წევრების დანაშაულებრივი ქცევის ან ალკოჰოლთან ან/და ნარკოტიკთან დამოკიდებულების შესახებ, სოციალური გარემოს აღწერა და ურთიერთობები – მეგობრები, საერთო საქმიანობა, მეგობართა დანაშაულებრივი ქცევა, მეზობლებთან ურთიერთობა და ა.შ. ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და განსაკუთრებული საჭიროებები; ინტერესთა სფერო – ჰობი, როგორ ატარებს თავისუფალ დროს, მათ შორის რელიგიურობა, რწმენა და სხვა; შეჯამება: ურთიერთობებთან და ცხოვრების სტილთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები);

დ) მსჯავრდებულის განათლება, სამუშაო და ეკონომიკური მდგომარეობა (განათლების შესახებ მონაცემები – რა საფეხურზეა; პროფესია, ხელობა ან სხვა პროფესიული უნარები; სამუშაო გამოცდილება – წარსულში სამუშაო ადგილები; ამჟამინდელი საქმიანობა, შემოსავლის წყარო – ხელფასი, არაოფიციალური შემოსავალი, სოციალური დახმარება, დახმარება ოჯახისგან და სხვა; სამუშაოსადმი დამოკიდებულება; ეკონომიკური მდგომარეობა – ოფიციალური ვალდებულებები გადახდევინებაზე, სესხი, ჯარიმები, ოჯახი ხომ არა არის რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებთა ბაზაში და დადებით შემთხვევაში რა ქულა აქვთ მინიჭებული; შეჯამება: განათლებასთან და სამუშაოსთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები);

ე) მსჯავრდებულის დამოკიდებულებები ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან, აზარტულ თამაშებთან და სხვა (ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე და ჩვევა – როდის, ვისთან ერთად, პრობლემის მითითება; დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ – აღიქვამს თუ არა ალკოჰოლთან მის დამოკიდებულებას მსჯავრდებული, ოდესმე უცდია თუ არა თავის დანებება; მიუღია თუ არა რაიმე ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი ბოლო 2 წლის განმავლობაში; მოხმარების სიხშირე – ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ, არარეგულარულად და ბოლოს როდის მიიღო; რა სახის ნარკოტიკი ან ფსიქოტროპული პრეპარატი გამოუყენებია, ძირითადი ნარკოტიკული საშუალება, მისი მოხმარების ფორმა – შესუნთქვა, მოწევა, ინექცია და სხვა; ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება – აღიქვამს თუ არა პრობლემად; უცდია თუ არა ოდესმე თავის დანებება, მონაწილეობდა თუ არა სარეაბილიტაციო ან სამკურნალო პროგრამებში; ბოლო 2 წლის განმავლობაში თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს; თამაშის სიხშირე – ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ და ბოლოს როდის ითამაშა; აზარტული თამაშებისადმი დამიკიდებულება – აღიქვამს თუ არა პრობლემად აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და უცდია თუ არა ოდესმე თავის დანებება; სხვა პრობლემური ქცევის ან ჩვევის აღწერა, რომელიც შეიძლება დამოკიდებულებაზე მიუთითებდეს; შეჯამება: დამოკიდებულებებთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები);

ვ) მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა (დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ – თავდაჯერების ხარისხი, დეპრესიულობა სუიციდური ქცევა; სოციალური უნარები და პრობლემების გადაჭრის უნარები – კომუნიკაციის უნარი, აგრესიული ქცევა, იმპულსურობა, საკუთარი ქცევის შედეგების გააზრების უნარი, ამ დანაშაულის ჩადენის მიზეზები, დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი; საზოგადოებისადმი დამოკიდებულება – საზოგადოებისადმი და სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა; სხვათა აზრისა და რწმენის გაგება, აცნობიერებს თუ არა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გავლენას სხვებზე; სახელმწიფო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება – მათ შორის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისადმი, თუ საპატიმრო სასჯელი მოიხადა, როგორი იყო მისი ქცევა და დამოკიდებულებები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; მენტალობა და ღირებულებათა სისტემა – კრიმინალური აზროვნება, რეალური სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის და ცვლილებების გატარების მოტივაცია; შეჯამება: აზროვნებასთან და ქცევასთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულს ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას – პრობლემები, ძირითადი საჭიროება და პოზიტიური ასპექტები).

4. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმა, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების შემდეგ ითვალისწინებს პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის დასკვნას, სადაც აღინიშნება გამოიკვეთა თუ არა რაიმე რისკი ან პრობლება, რაც საჭიროებს შემდგომ რეაგირებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ვერ ხედავს საჭიროებას შემდგომი რეაგირებისათვის, მაშინ სავალდებულოა აღნიშნულის დასაბუთება.

5. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმაში აღინიშნება პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის რეკომენდაციები სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისათვის ( პრობლემური საკითხი, საჭირო რეაგირება, მოსალოდნელი შედეგი/მიზანი, მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი, რესურსი, შესრულების ვადა).

6. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმაში სავალდებულოა მიეთითოს გამოყენებული ინფორმაციის წყარო და წყაროსთვის მიმართვის თარიღი.

7. მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმას თან ერთვის შემფასებლის ხელმოწერა და შეფასების თარიღი.

8. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის რისკების შეფასების ფორმის შევსების შემდეგ და მის საფუძველზე, პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ადგენს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას (დანართი №2), რომელსაც ათანხმებს მსჯავრდებულთან.

9. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმაში აღინიშნება:

ა) პრობლემური საკითხები;

ბ) პრობლემურ საკითხებზე საჭირო რეაგირება;

გ) გეგმის შედეგი/მიზანი;

დ) მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირები;

ე) მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი რესურსები;

ვ) გეგმის შესრულების ვადა.

10. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერს პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი და მსჯავრდებული.”.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა

2.1

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც  მსჯავრდებულს  შეეფარდა სასჯელი

დანაშაულის აღწერა

 

 

 

 

 

2.2

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, ასევე მითითება უფლებების ჩამორთმევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2.3

სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა

2.4

ინფორმაცია შეფარდებული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2.5

ინფორმაცია პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2.6

 ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე

დანაშაულის აღწერა

ა.

 

 

 

 

 

ბ.

 

 

 

 

 

გ.

 

 

 

 

2.7

 

პირველი დანაშაულის ჩადენის ასაკი

2.8

 

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაცია

 

2.9

 

კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა დინამიკა -  დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, მათი მახასიათებელი ერთგვაროვანი ნიშნები

 

                                                                                                                                                                                                “.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №2

 

შეთანხმება

სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შესახებ

 

–––––––––––––––––––––––––––––––                                               –––––––––––––––––––––––

შედგენის ადგილი                                                                                                 თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

 

–––––––––––––––––––––––––– პრობაციის ბიუროს/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი  –––––––––––––––––––

ტერიტორიული ორგანოს დასახელება                                                                                                    სახელი და გვარი 

                                                                                                                                                                                                                                                                                

და მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                             მსჯავრდებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

                                                                                                                                                     

თანხმდებიან სასჯელის მოხდის შემდეგ გეგმაზე:

 

 

პრობლემური საკითხი

საჭირო რეაგირება

შედეგი/მიზანი

მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი

რესურსი

შესრულების ვადა

1

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი: ––––––––               მსჯავრდებული: ––––––––––––

 

ხელმოწერა ––––––––––––––––                                                                       ხელმოწერა ––––––––––––––

                                                                                                                                                                                                     “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე