დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/10 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.111.016200 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/05/2014 - 29/05/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
1.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე: |
ა)
ცენტრალური ზონა
ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა -საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით, |
ბ)
შუალედური ზონა
შუალედური ზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 8%-ით, |
გ)
პერიფერიული ზონა
პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 8%-ით, პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ით, |
2.
სხვა უძრავ ქონებაზე-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ით; |
3.
მოძრავ ნივთზე-საწყისი საპრივატიზებო საფასურის 9%-ით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/18 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.111.016060). |
| მუხლი 5 |
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა დაინფრასტრუქტურის კომისიას. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიის ზონირება |
ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის) სამხრეთ-აღმოსავლეთით ს.ს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით. ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩაჩუას (ყოფილი ფურცელაძის) მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით. ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩაჩუას (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე. ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე. შუალედური ზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით. პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე. პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები