მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 74/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016028
74/37
23/04/2014
ვებგვერდი, 29/04/2014
010320010.58.070.016028
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №74/37

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 (www.matsne.gov.ge, 24.07.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016001) ბრძანების მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საარჩევნო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მოქმედებს 3-კვირიანი პერიოდის დეკლარაციების წარმოდგენასთან ერთად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია