,,დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის N6-7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის N6-7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8-10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 24/04/2014
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 370020000.36.101.016207
8-10
24/04/2014
ვებგვერდი, 28/04/2014
370020000.36.101.016207
,,დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის N6-7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №8-10

2014 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6-7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6-7 გადაწყვეტილებაში (სსმ, ვეგვერდი, 02.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 370020000.36.101.016204) და დაემატოს შემდეგი რედაქციის 2და  2პუნქტები:

„21. „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-3 გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტიდან, ამ გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური დაანგარიშდეს და გადახდილ იქნეს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6-7 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.

22. „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-3 გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტიდან, „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6-7 გადაწყვეტილების ამოქმედებამდე გაცემულ მშენებლობის ნაკვეთებზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ უნდა დაანგარიშდეს და წარედგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6-7 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებამდე.“.

მუხლი 2
ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი