სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016980
  • Word
676
14/04/2014
ვებგვერდი, 28/04/2014
000000000.00.003.016980
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №676

2014 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში და ზარდიანთკარი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში – წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ატოცი და კნოლევი ჭაბურღილების ელექტროენერგიით მომარაგებისა და მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის საჭირო საძიებო-საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი