დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 674 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №674
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, დიღმის საცდელ-სასწავლო მეურნეობის ტერიტორიაზე, ტანვარჯიშის დარბაზისა და სასტუმრო კომპლექს „მოხალისის“ საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების, სასტუმრო კომპლექსის და სპორტული მოედნების/არენების საჭირო აღჭურვილობისა და ოლიმპიური ფესტივალის რეკლამირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, მათი შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტმა“ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები