საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016992
  • Word
703
16/04/2014
ვებგვერდი, 28/04/2014
000000000.00.003.016992
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №703

2014 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2014 წელს უზრუნველყოს სოფელ გრიგოლეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დამტკიცებული „მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02 08) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

  2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისა და საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, სოფელ გრიგოლეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი