საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 699
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016979
  • Word
699
15/04/2014
ვებგვერდი, 28/04/2014
000000000.00.003.016979
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოსმთავრობის

განკარგულება699

2014 წლის 15აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი რიგი ღონისძიებების შესახებ

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს“ გადაურიცხოს 200 000,01 (ორასი ათასი ლარი და ერთი თეთრი) ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს 599 999,99 (ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების შესყიდვა (2014 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განსახორციელებულ სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებით) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა გამოიყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონითსაქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                             . ღარიბაშვილი