დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ „ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 697 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016978 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №69 7
2014 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ „ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად , 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №216452372).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს :
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში ;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ განკარგულებით გადაცემული მოძრავი ქონების გამოყენებით 6 (ექვსი) თვის ვადაში ჭაღის დამზადება და წმინდა მეფის , ვახტანგ გორგასლის სახელობის მშენებარე ტაძრისათვის გადაცემა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| № | მატერიალური ფასეულობის დასახელება | რაოდენობა |
| 1 | 7.62 მმ „მ-118“ გალილის ცარიელი თითბერის მასრა | 21.8 კგ |
| 2 | 12.7 მმ ცარიელი თითბერის მასრა | 931.0 კგ |
| 3 | 57 მმ ცარიელი C-60-ის თითბერის ჰილზი | 5020.34 კგ |
| 4 | 85 მმ ცარიელი Д-44-ის თითბერის ჰილზი | 590.4 კგ |
| 5 | 100 მმ ცარიელი Т-55-ის თითბერის ჰილზი | 50.4 კგ |
| 6 | 152 მმ ცარიელი Д-20-ის თითბერის ჰილზი | 182.54 კგ |
| 7 | 152 მმ ცარიელი 2A36-ის „გიაცინტი“ თითბერის ჰილზი | 1239.5 კგ |
|
|
| სულ ჯამში: 8035.98 კგ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები